ელექტრონული სწავლების განვითარების სტრატეგია

ელსწავლების სისტემის მისია

თანამშრომლების პროფესიული განვითარების ეფექტური მექანიზმის შექმნის ხელშეწყობა, რათა შემოსავლების სამსახური ჩამოყალიბდეს სწავლაზე ორიენტირებულ ორგანიზაციად.

ელსწავლების სამიზნე აუდიტორია

შემოსავლების სამსახურის ყველა თანამშრომელი, რადგან სწავლა და განვითარება უნდა გახდეს ყველა რგოლის თანამშრომლის (მენეჯერისა თუ დაქვემდებარებულის) მთავარი ორიენტირი.


სტრატეგიული მიზნები:

ის თუ როგორ იმუშავებს შემოსავლების სამსახურის ელსწავლების სისტემა, მთლიანად იქნება დამოკიდებული მისი მართვის გუნდზე. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია ჩამოყალიბდეს პატარა, მოქნილი და გამჭვირვალე მენეჯმენტი ცხადი სამოქმედო გეგმით, კარგად გაწერილი პროცედურებით, მკაფიოდ იდენტიფიცირებული მმართველობითი სისტემით, რაც არის გარანტი ელსწავლების სისტემის მაღალი ეფექტურობის, მოქნილობისა და მდგრადობის. რაც შეეხება გამჭვირვალობას და თანამშრომელთა პროცესში მაქსიმალურ ჩართულობას, ეს ყოველივე უზრუნველყოფს გუნდის და სისტემის მიმართ მაღალ ნდობას.

ზემოთაღწერილის მისაღწევად საჭიროა:

  • გუნდის ეფექტურად მუშაობისთვის შეიქმნას მოქნილი მართვისა  და კომუნიკაციის მექანიზმები;
  • დაწესდეს ხარისხის კონტროლის მექანიზმები;
  • გუნდი დაკომპლექტდეს ისეთი თანამშრომლებისგან, ვისაც შესწევთ უნარი  აიღონ სრული პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე.

ელსწავლების სისტემის შექმნა

  • საჭიროების იდენტიფიცირება/ანალიზი
  • შესაბამისი პროცედურების (ტექნიკური/არატექნიკური) გაწერა
  • სისტემის აგება კონფიგურაციების შექმნა (გაწერა)
  • სისტემის ინტეგრაცია და მასში რესურსების დამატება
  •  სისტემის ტესტირება
  • სისტემის პილოტირება

ელსწავლების სისტემის განვითარება

  • საჭიროებების, კმაყოფილების დეტალური კვლევები
  • კვლევებზე დაფუძნებით ახალი ფუნქციების, მოდულების გამოვლენა
  • ახალი ფუნქციების, მოდულების შექმნა
  • ტრენინგები და პილოტირება

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა კურსი დაიგეგმოს და განხორციელდეს შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების არსებული საჭიროებების ანალიზზე დაფუძნებით. აქედან  გამომდინარე, საჭიროა აკადემიური რაკურსით დაინერგოს და განვითარდეს საჭიროებების კვლევის ეფექტური მექანიზმი, რაც ხელს შეუწყობს ვიცოდეთ რა ტიპის ცოდნა ესაჭიროება სამსახურის სტრუქტურულ ერთეულებს, რათა ძირითადი ძალისხმევა მივმართოთ სწორი და ეფექტური სასწავლო პროგრამების შექმნა-განხორციელებისაკენ.


როდესაც შემოსავლების სამსახურის ყველა თანამშრომელმა იცის თუ რა ცოდნა, კომპეტენცია, უნარები და ა.შ. ესაჭიროება კონკრეტული პოზიციისათვის და მით უფრო თუ სასწავლო და შეფასების პროცესები სწორად დაგეგმილია და გამჭვირვალეა, ეს ძალიან ამაღლებს მათ მოტივაციას, მეტი ისწავლონ და არ შეწყვიტონ განვითარება. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია:

  • სწორი და გასაგები კარიერული და კომპეტენციების რუქის შექმნა;
  • სასწავლო რუქების შექმნა თითოეული პოზიციისთვის
  • სხვადასხვა სახის აქტივობების ჩატარება და შეფასების სწორიეფექტური გამჭვირვალე სისტემის ჩამოყალიბება.

      თვითგანვითარებისათვის შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს უნდა ქონდეთ შესაძლებლობა მათთვის სასურველ დროს გაირონ სხვადასხვა სასარგებლო კურსები დამოუკიდებლად, ყოველგვარი ფასილიტაციის და ჩარევის გარეშე. კურსები არ უნდა იყოს მხოლოდ ის, რაც მათ კონკრეტულ პროფესიას შეეხება, არამედ სხვა ტიპისაც, რომლებიც ირიბად იმოქმედებენ მათი მუშაობის ეფექტურობაზე (მაგ: უცხო ენების კურსები, კომპიურეტული გრაფიკა და სხვადასხვა პროგრამები და ა.შ.)

       ელექტრონული სწავლება ონლაინ კომუნიკაციის გარდა ფიზიკურ გარემოში სხვადასხვა აქტივობებში ჩართულობასაც გულისხმობს   მმართველობით და აკადემიურ გარემოში მჭიდროდ უნდა ინტეგრირდეს თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიები და სისტემები, რაც შექმნის ელსწავლების მდგრადი განვითარების და შემოქმედებითი გარემოს უზრუნველყოფის საფუძველს. მომხმარებლებისთვის კი შექმნის მიმზიდველ თანამედროვე ფიზიკურ/ელექტრონულ სერვისებს. ანუ ეს ნიშნავს, რომ ელსწავლება არ გულისხმობს მხოლოდ ონლაინ სწავლებას, შესაძლებელია კურსი მისი ყველა სასწავლო რესურსით იყოს ონლაინ, მაგრამ შეიძლება ტრენერს მაინც ჰქონდეს ხშირად F2F (პირისპირ) შეხვედრები მონაწილეებთან. მაგ. შესაძლებელია კურსების 50% ონლაინ იყოს გამოქვეყნებული, მაგრამ ასევე შესაძლებელია ამავე კურსების ფარგლებში პირისპირ შეხვედრების დროს განხილული საკითხების შესახებ დავალებები განთავსდეს ონლაინ. შესაბამისად მონაწილემ პორტალზე უნდა შეასრულოს დავალება. რაც შეეხება გარემოს - ელსწავლების გამართულად მუშაობისთვის უნდა არსებობდეს შესაბამისი ტექნოლოგიური გარემო: კომპიუტერები, ინტერნეტთან წვდომა, ტექნიკური დახმარების ჯგუფი, რომელსაც მიმართავენ რაიმე გაუგებრობის შემთხვევაში და ა.შ. მოდერნიზებული ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს სასწავლო (თეორია, პრაქტიკა) პროცესებისათვის აუცილებელი ფიზიკური და ვირტუალური გარემოს შექმნას. სალექციო სივრცეები, კომპიუტერული ლაბები, სტუდია ვირტუალური ლექციების ჩაწერა უნდა მოეწყოს შეთანხმებული კონცეფციების საფუძველზე, მაქსიმალური ფუნქციონალობითა და მინიმალიზებული ფინანსური დანახარჯებით.
      სისტემის ეტაპობრივი განვითარება მოგვცემს იმ შედეგს, რომ კურსების, ტრენინგების, სასწავლო აქტივობების უმეტესობა იქნება ონლაინ რეჟიმში და პირისპირ ე.წ. F2F შეხვედრები მინიმუმამდე დაიწევს. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის რეგიონში განთავსებული სტრუქტურული ერთეულებში დასაქმებული თანამშრომლები შეძლებენ თავად დაგეგმონ და განახორციელონ/ შეაფასონ ტრენინგები თავისი პასუხისმგებლობის არეალში.

შედეგები

  1. შექმნილია ყველა კურსი, უნდა ჩატარდეს უახლოეს მომავალში;
  2. ატვირთულია არსებული პროცედურული სახელმძღვანელოები, რაც შემოსავლების სამსახურში მოქმედებს;
  3. ჩატარებულია საპილოტე კურსი/ტრენინგი;
  4. დატესტილია ტესტირების სისტემა (შემოწმებულია მინიმუმ 100 მომხმარებლის ერთდროულ აქტივობაზე);
  5. შექმნილია ტესტები და ჩატარებულია ტესტირება.
  1. დასრულებულია კომპეტენციების და კარიერული რუკების შექმნა, ატვირთულია ელსწავლების პორტალზე;
  2. შესაძლებელი იქნება ყველა რეგიონალურ სტრუქტურულ ერთეულებში ტრენინგების და ტესტების ტარდება მათსავე ლოკაციაზე ადგილზე;
  3. ელსწავლების გუნდის ტრანსფორმაცია - განვითარება მისივე ეფექტურობისათვის;
  4. შედეგები და ელსწავლების მიმდინარეობის საკითხებზე კმაყოფილება;
  5. ახალი მოდულების და ფუნქციების დამატების საჭიროება;
  6. შემოსავლების სამსახური იწყებს მისი თანამშრომლებისთვის კარიერული განვითარებისა და მონიტორინგის სოფტის დაგეგმვას და სისტემის პილოტირებას.
  1. შემოსავლების სამსახური იწყებს ტრენინგების 60%-ის ონლაინ რეჟიმში ჩატარებას;
  2. შემოსავლების სამსახური ქმნის სასერტიფიკატო კურსებს გარე აუდიტორიისათვის.

შემოსავლების სამსახურში ელსწავლების დანერგვის სარგებელი

  1. შეიქმნება აკადემიური მოწყობის ერთიანი სტანდარტი, რომელიც დაარეგულირებს შემოსავლების სამსახურში სასწავლო აქტივობების დაგეგმვა/აწყობა/ჩატარება/შეფასების პროცესებს;
  2. შეიქმნება სტანდარტიზებული ინსტრუქციები (დავალებები, მასალები, აქტივობები და სხვ);
  3. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს (განსაკუთრებით ფრონტ ოფისის თანამშრომლებს) საშუალება ექნება ზედმიწევნით სრულყოფილად ისწავლოს მისი საქმიანობისათვის საჭირო ყველა პროცედურა და პროდუქტის აღწერილობა;
  4. თანამშრომელს ექნება სახლში სწავლის შესაძლებლობა;
  5. შეიქმნება ქეისმენეჯმენტის მოქნილი სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემს შემოსავლების სამსახურმა არ  დაკარგოს ის უნიკალური ცოდნა, რომელსაც მისი თანამშრომლები ქმნიან მუშაობის პროცესში;
  6. მოხდება სწავლების გზების პერსონალიზება თანამშრომლების საჭიროებების საფუძველზე
  7. თანამშრომლებისათვის ცოდნის მიღება გახდება უფრო ხელმისაწვდომი და მათი საჭიროებების შესაბამისი. ეს პროცესი ხელს შეუწყობს თანამშრომლების  მოტივაციას და განვითარებისაკენ სწრაფვას;
  8. თანამშრომლებს ექნებათ საშუალება რეალურ დროში მუდმივად მოახდინონ საკუთარი თავის შემოწმება;
  9. თითოეული პოზიციისათვის იარსებებს კარიერული და კომპეტენციების რუქა (თანამშრომლებს ნათლად ეცოდინებათ რა ცოდნა, უნარები და კომპეტენციებია საჭირო თითოეული პოზიციისათვის;
  10. შემოსავლების სამსახურში შიდა სტრუქტურული საკადრო ცვლილებები (როტაცია) გახდება მაქსიმალურად გამჭვირვალე;
  11. კურსების, ტრენინგების, სასწავლო აქტივობების უმეტესობა გადაინაცვლებს ონლაინ რეჟიმში, რაც დაზოგავს თანამშრომლის დროს, მატერიალურ რესურსს და მოიცავს თანამშრომლების დიდ მოცულობას;
  12. სწავლების პროცესი გახდება გაცილებით მოქნილი, სახალისო და შედეგიანი;
  13. დაინერგება ტესტირების და მსგავსი აქტივობების ჩატარებისა და შეფასების სწორი, ეფექტური და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - გამჭვირვალე სისტემა;
  14. თანამშრომლებს თვითგანვითარებისათვის ექნებათ  შესაძლებლობა მათთვის სასურველ დროს გაიარონ სხვადასხვა სასარგებლო კურსები დამოუკიდებლად, ყოველგვარი ფასილიტაციისა და ჩარევის გარეშე.
ბოლო ცვლილება: ოთხშაბათი, ივნისი 29 2016, 5:30