Dual use Goods

 

       მიმდინარე წლის 4-16 ივნისს ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში მებაჟე ოფიცრებისთვის ტრანზიტის, ტრანსსასაზღვრო, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კლასიფიკაციის, საკონტროლო ნუსხების და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იდენტიფიცირების სემინარი გაიმართა. ტრენინგს ევროკავშირის და ქართველი ექპერტები უძღვებიან და მის მიზანს ევროკავშირსა და საქართველოში არსებული რეგულაციების და პრაქტიკის გაცნობა წარმოადგენს. ტრენინგი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ორმაგი დანიშნულების ექსპორტის კონტროლის პროგრამის მეორე ფაზის ნაწილია რომელიც 2016 წლის იანვარში დაიწყო და 18 თვეს გაგრძელდება. პროგრამის პირველი ეტაპის ფარგლებში ევროკავშირის და აშშ-ს ექსპორტის კონტროლის და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით შემუშავდა და ძალაში შევიდა კანონი სამხედრო და ორმაგი დანიშნულების კონტროლის შესახებ. პროგრამის მეორე ფაზა მიზნად ისახავს კანონით გათვალისწინებული რეგულაციების პრაქტიკული იმპლემენტაციის ხელშეწყობას. ტრენინგს აღმოსავლეთ საქართველოს საბაჟო გამშვები პუნქტის 17 მებაჟე- ოფიცერი დაეწრო. დაგეგმილია ანალოგიური სემინარის დასავლეთ საქართველოში ჩატარება.


პრეზენტაციები:

ბოლო ცვლილება: ოთხშაბათი, ივლისი 6 2016, 7:58