საკონკურსო ნაშრომის შესრულების სტანდარტები
ნაშრომის ფორმატის აღწერა:
ენა - ქართული
ფორმატი - A4
შრიფტი - Sylfaen, ზომა 11
სტრიქონებს შორის დაშორება - 1,5
თავებისა და ქვეთავების შრიფტის ზომა - 14
ცხრილებისა და ნახაზების ნუსხა, სქოლიო, შენიშვნა და სხვა - შრიფტით 10; სტრიქონებს შორის დაშორება - 1
მინდორი: გვერდითი - 2-3 სმ.; ზედა / ქვედა - 3-4 სმ.
ნაშრომის გვერდების მაქსიმალური რაოდენობა - 6 (გვერდების რაოდენობაში არ შედის დანართები, საილუსტრაციო მასალა - ფოტოები, ნახაზები, სქემები, ა.შ.)
აუცილებელია გვერდების დანომვრა გარდა სატიტულო გვერდისა.
ნაშრომის სტრუქტურა:
- სატიტულო გვერდი:
სტუდენტის სახელი და გვარი
თემის დასახელება
უნივერსიტეტი
კათედრა/სპეციალობა
ფაკულტეტი
წელი
- ანოტაცია: ასახეთ ნაშრომის ძირითადი მიზანი და მოკლე შინაარსი (1-2 აბზაცი);
- სქოლიო განათავსეთ საჭიროებისამებრ, თითოეული გვერდის ბოლოს; ნუმერაცია წარმოებს არაბული ციფრებით;
- გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა განათავსეთ ნაშრომის ბოლოს ანბანური თანმიმდევრობით. ჩამონათვალში ჯერ წარმოადგინეთ გამოცემები ქართულ ენაზე, შემდეგ - უცხოურ ენებზე; ლიტერატურული წყაროს მითითებისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი სტილი:
სტატია: გვარი. სახელი, სათაური, ჟურნალის დასახელება ან აბრევიატურა. წელი, ტომი, ნომერი, გვერდები (დასაწყისი-დასასრული)
წიგნი: ცალკეული გვერდების მითითებისას: გვარი. სახელი, სათაური., გამომცემლობა, წელი, (ტომი), გვერდები
ინფორმაცია გლობალური ქსელი: ვებგვერდის დასახელება. მიუთითეთ უკანასკნელი გადამოწმების რიცხვი, თვე, წელი
- შესაბამისი სქემები და სურათები წარმოადგინეთ დანართის სახით.
ნაშრომის წარდგენა აუცილებელია ელექტრონულად ორ ფორმატში:
MS Word-ის სახით, PDF დასკანერებული დოკუმენტის სახით - ხელმოწერით თითოეულ გვერდზე.